A კატეგორიის სპორტსმენთა შორის ხმლით ფარიკაობაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ნინო თიბილაშვილმა თანაგუნდელი გვანცა ზადიშვილი დაამარცხა. Bკატეგორიის ფინალში ირმა ხეცურიანმა შეხვედრა ჰონკონგელ სპორტსმენთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ასევე მეორე ადგილზა გავიდა საქართველოს ნაკრები ხმლით გუნდურ ასპარეზობაში.
შეჯიბრების პირველ დღეს კი, ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თავ-თავიანთ კატეგორიაში რაპირით ფარიკაობაში.
ვულოცავთ ჩვენს გოგონებს ამ შესანიშნავ გამოსვლას და მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ
ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო