პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სპორტული კულტურის გაძლიერება, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა და რეგიონის განვითარება. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და რეგიონის წინსვლას.
ახალი პროექტი სახელმწიფოსა და კომპანია MD Properties-ის შორის გაფორმებული საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში განხორციელდა, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა პროექტის ინვესტორმაც მიიღო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო