რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ზამთრის სტუდენტურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 258.02 ქულა დააგროვა და 26 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ყვითელაშვილი მხოლოდ იტალიელ მატეო რიცოსა (273.54) და რუს მაქსიმ კოვტუნს (259.49) ჩამორჩა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო