საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპირველობაზე, ჩვენმა გუნდმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63), რამაზ ზოიძე (72), გურამ ხეცურიანი (87) და ზვიად პატარიძე (130). ვერცხლის მედალს გიორგი მელია (96), ხოლო ბრინჯაოს მედალს ბექა მამუკაშვილი (77) დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა დააგროვა და 11 ქულით აჯობა მეორეადგილოსან რუსეთის ნაკრებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო