ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა

ტურნირის დახურვის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში უკრაინამ სლოვაკეთს ანგარიშით 28:23 სძლია და ევროპის პირველობა იზეიმა. მესამე ადგილი იტალიის ნაკრებმა დაიკავა. გამარჯვებული უკრაინის ნაკრები საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 10 გუნდი იღებდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო