ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველომ ისტორიაში პირველად აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში მედალი მოიპოვა. ორადგილიანი გასაშლელი ნავით გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი დისტანცია 06:59,12 წამში დაფარეს და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
რუმინეთის ქალაქ ბასკოვში გამართულ კანოეთი სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე წივწივაძემ 500-მეტრიანი დისტანცია 1:50,915 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, 200-მეტრიანი დისტანცია კი 40,803 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში კანოე-კაიაკით პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე კი სხვადასხვა დისტანციასა და კატეგორიაში საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა 11 მედალით დაასრულა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.
ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
">