ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსის ვიზიტი პანკისის ხეობაში

28 თებერვალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი პანკისის ხეობას ეწვია, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ზაზა მიგრიაულთან ერთად სოფელ ქორეთის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელში და მის მიმდებარედ არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემებზე. ვასილ ლიპარტელიანმა სოფლის მოსახლეობას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, სამინისტრო გამოიკვლევს, თუ რომელ სოფელში რა ტიპის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. კვლევაში უშუალოდ ჩაერთვება სოფლის მოსახლეობა.

შეხვედრის შემდეგ, ვასილ ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო „პანკისის სათემო რადიოს“ გადაცემაში - „მე და სახელმწიფო“. ლიპარტელიანმა სპორტის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკასა და მიდგომებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას სპორტში. 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო