იტალიაში 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მოპოვებული მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირველი ადგილით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა ( 72 კგ), ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87 კგ) იზეიმეს. ალექსანდრემ ფინალში სომეხი გასტარ ტერტერიანი დაამარცხა, ანრიმ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვს სძლია, ლუკამ კი ჭიდაობის გაერთიანებული კავშირის სახელით მოასპარეზე აბდულრახმან აბდულკადიროვს მოუგო.
კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები კობა ქარუმიძემ (55 კგ), ვახტანგ ლოლუამ (60 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და საბა ფურცელაძემ (130 კგ) მოიპოვეს.
4 ივლისიდან ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ავტორი: ნინო ძაძამია / Nino Dzadzamia
2.07.2025
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო