იტალიაში 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირველი ადგილით დაასრულა.
დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ), დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ნიკა ზანგალაძე (57 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი საბა ღამბაშიძემ (61 კგ), გოგა ოთინაშვილმა (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობა შვიდი მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირველი ადგილით დაასრულა.
კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნინო ძაძამია / Nino Dzadzamia
6.07.2025
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო