ბულგარეთმა კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასს უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა დავით მსხალაძემ (+85 კგ) - მან ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა რუმინელი ვლად უნკუ დაამარცხა.
KWU-ის ვერსიით გამართულ ტურნირში 30 ქვეყნის 400-ამდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
ქართველი კარატისტები მსოფლიოს თასზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო