პორტუგალიამ ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს თასსა და საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი 12-წლამდელებს შორის ქრისტინე პლეხანოვი გახდა; 13-14-წლამდელებში
მეორე ადგილი მარიამ გაბრიაძემ, 15-16-წლამდელებში კი ნინო ქორიძემ დაიკავეს; ხოლო ბრინჯაოს მედალი 13-14-წლამდელებს შორის ელენე კირთაძემ მოიპოვა.
13-14-წლამდელებს შორის გუნდური მეორე ადგილი მარიამ გაბრიაძემ, ელენე კირთაძემ და ნინო უსუბიანმა დაიკავეს.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო