ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ორი პროგრამის შედეგად 187,81 ქულა დააგროვა და ფესტივალის ჩემპიონობა იზეიმა.
ინგა გურგენიძის ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 128,97 ქულა დაიმსახურა და ლიდერი გახდა, ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 187,81 ქულით მან ოქროს მედალი მოიპოვა. მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ეს საქართველოს პირველი მედალია, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ ოქრო ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა და 16 თებერვალს დაიხურება. ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს სამი ქალაქი - ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი. ასპარეზობებში 1 000-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები რვა დისციპლინაში ტარდება.
ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili
13.02.2025
">