ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტალინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტული წყვილების პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მათ მოკლე პროგრამა 57,03 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულეს, დღევანდელ ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, 134,85 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 191,88 ქულით ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტულმა წყვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი სპორტულ წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ვერცხლის მედალი მათ შარშან მოიპოვეს.

მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ - მცირე ოქროს მედალი, ნიკა ეგაძემ კი მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ანასტასია თავისუფალი პროგრამით ყინულზე 31 იანვარს გამოვა, ნიკა კი 1 თებერვალს იასპარეზებს.

ქართველი სპორტსმენები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili

30.01.2025



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო