ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ნიკა შენგელია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იტალიის ქალაქ ფოჯაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის, ქართველმა მოფარიკავემ, ნიკა შენგელიამ ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შენგელიამ მეოთხედფინალში FIE-ს იუნიორთა რეიტინგის მე-4 ნომერი, იტალიელი ლორენცო რომა 15:13 დაამარცხა. ნახევარფინალში, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი მასპინძელთა კიდევ ერთ წარმომადგენელს, FIE-ს იუნიორთა რეიტინგის ლიდერს, მატეო ნერის დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიელის გამარჯვებით 15:7 დასრულდა. შედეგად, ნიკა შენგელიამ საქართველოს ნაკრებს პირველი ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო