ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ისტორიაში პირველად - ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 4: 2 დასრულდა. მოპოვებული გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრებოდნენ.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 იმარჯვა. ეროვნული ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ანგარიშით 2:0 სძლია. თამაშისას დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა. „ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს.

ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/Khatia Jijeishvili

26.03.2024



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო