საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა. ,,ჯვაროსნებმა" მატჩი ფრედ - 1:1 დაამთავრეს.
ანგარიში მატჩის 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ნიდერლანდების ნაკრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის დამატებულ დროში აღადგინა.
მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ქართველმა ფეხბურთელებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩს 43 004 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.
ავტორი: ნინო აბრამაშვილი/Nino Abramashvili
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/Khatia Jijeishvili
27.06.2023
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო