საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმი ბელგიის ნაკრებმა 2:0 მოიგო.
მატჩის 52-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი წიტაიშვილმა სხვაობა შეამცირა. 87-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა შეხვედრაში წოწასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. მატჩის ფრედ, 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბელგიის მატჩს 41 886 მაყურებელი დაესწრო, რაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სარეკორდო მაჩვენებელია.
ორი ტურის შემდეგ ,,ჯვაროსნებს" 4 ქულა აქვთ. ქართველები A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან.
გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ავტორი: ნინო აბრამაშვილი/Nino Abramashvili
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/Khatia Jijeishvili
24.06.2023
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო