ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ღია პირველობას გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ღია პირველობის მეოთხედფინალში დამარცხდა. მსოფლიოს მე-19 ჩოგანმა ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 3 სეტში 6:4, 2:6, 6:7 (1:7) წააგო. ჩორიჩი ATP-ის რეიტინგში მე-13 ადგილზეა. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილს ნახევარფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი, როჯერ ფედერერი ელოდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა დუბაის ღია პირველობაზე ორი შეხვედრა მოიგო. 1/16 ფინალში, ბასილაშვილმა რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა, ხოლო მომდევნო ეტაპზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს სძლია. მეოთხედფინალში გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა 90 ქულა და 75 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო