ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დღეს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა

დღეს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. იგი გახლავთ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის. ასევე, ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი. ლეგენდარულ მოჭადრაკეს გამოქვეყნებული აქვს წიგნი:" ჩემი ცხოვრების არსი".

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო