ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საკალათბურთო ნაკრები ესტონეთთან 7 ქულით დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა. ჩვენი გუნდი ესტონეთთან 77:84 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდი მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა - ნაკრებს ვერ დაეხმარნენ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე. 212 ქულითა და 15 მოხსნით საქართველოს ნაკრებში გამორჩეული იყო გიორგი შერმადინი, დუდა სანაძემ 21 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ტედ მაკფადენის ანგარიშზე 20 ქულა იყო. პირველი პერიოდი მასპინძლების გამარჯვებით 27:21 დასრულდა. მეორე პერიოდი უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს და დიდ შესვენების წინ ანგარიში ესტონელების სასარგებლოდ იყო - 48:42.

მესამე პერიოდი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. გიორგი შერმადინის, დუდა სანაძისა და ტედ მაკფადენის შედეგიანი თამაშის შედეგად, მესამე პერიოდის შემდეგ, საქართველოს ნაკრები დაწინაურდა - 62:60. შეხვედრის დასკვნითი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო წუთზე ტაბლოზე 77:77 ეწერა. ბოლო წამები უკეთ ესტონელებმა ჩაატარეს და მატჩი სტუმრების გამარჯვებით 84:77 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი 5 მოგებითა და 7 წაგებით, მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჩვენი ჯგუფიდან, ჩინეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი იასპარეზებენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო