ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

ქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

ქართველმა მოჭადრაკეებმა გუნდურ ასპარეზობაში, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს.

ტურნირი 6 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ასპარეზობაში 7, 9, 11, 13, 15 და 17-წლამდელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება 9 ტურად ჩატარდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა მონაწილეობა მხოლოდ სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს: 9, 11, და 13-წლამდელთა შორის.

დავით ჯოჯუას გაწვრთნილმა ნაკრებმა კარგად იასპარეზა. ქართველ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი 13-წლამდე გოგონათა ნაკრების წევრს, ანასტასია კირთაძეს (მწვრთნელი: გიგა ყუფარაძე) ჰქონდა, რომელმაც 8.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 11-წლამდელთა შორის მეორე ადგილზე გავიდა გაბრიელ გაბადაძე, (მწვრთნელი: გიორგი ტყეშელაშვილი) რომელმაც 12 შესაძლებლიდან 6 ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონი თურქეთის ნაკრები გახდა. მეორე ადგილი კი დიდ ბრიტანეთის გუნდს ერგო.

U-9 გოგონები:

ბარბარე შონია (მწვრთნელი - გოჩა თორია) III ადგილი, 6 ქულა;

ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – VII ადგილი, 5 ქულა;

U-11 გოგონები;

ანასტასია ქუთათელაძე (მწვრთნელი ინგა კიკვიძე) - III ადგილი, 6,5 ქულა;

U-13 გოგონები -

ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი - გიგა ყუფარაძე) - I ადგილი, 8,5 ქულა;

მარიამ ცეცხლაძე - (მწვრთნელი - დავით მაღალაშვილი) II ადგილი, 6,5 ქულა;

კესარია მგელაძე (მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე; ნოდარ ლორთქიფანიძე) - III ადგილი, 6 ქულა;

U-9 ღია -

ნიკა წულაია (მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) - VIII ადგილი, 5 ქულა;

U-11 ღია -

გაბრიელ გაბადაძე (მწვრთნელი გიორგი - ტყეშელაშვილი) -II ადგილი, 6 ქულა;

დავით თათვიძე (მწვრთნელი - ნოდარ ლორთქიფანიძე) – VI ადგილი, 5,5 ქულა;

დათა ყალაბეგაშვილი (მწვრთნელი - ვანო მინდორაშვილი) -IX ადგილი, 5 ქულა;

გაგა გვასალია (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – V ადგილი, 5,5 ქულა;

U-13 ღია -

ერეკლე ტაბატაძე (მწვრთნელი - იოსებ კვირიაშვილი; ზურაბ სტურუა) – IV ადგილი, 6,5 ქულა;



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო