ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სამბისტების ტრიუმფი ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე

ბელარუსში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს სამბოს ნაკრებმა. ქართველმა სამბისტებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნინო ოძელაშვილი (80 კგ), დავით ლორიაშვილი (100) და ბექა ბერძენიშვილი (+100), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ირაკლი კუპატაძე (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74) და ბექა ბერულავა (82), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვახტანგ ჩიდრაშვილმა (62 კგ), მინდია ლილუაშვილმა (68), პაატა ღვინიაშვილმა (90) და ელენე ქებაძემ (+80). 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო