ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, დღეს სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებით აღინიშნა. ვერის ბაღში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე და საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ვიცე-პრეზიდენტი, მაია აზარაშვილი.

ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 12-მდე ეროვნულმა ფედერაციამ, პროფესიონალმა სპორტსმენებმა და ქართული სპორტის ქომაგებმა. ღონისძიებები შემდეგ სპორტულ სახეობებში გაიმართა: ჭადრაკი, ნარდი, გო, შაში, ბეისბოლი, უშუ, კარატე, ბადმინტონი, კალათბურთი და ჩერლიდინგი.

სპორტის საერთაშორისო დღე, გარდა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა, გამოხატავს მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენ სწრაფვას. შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეროვნულ ფედერაციასთან „სპორტი ყველასათვის“ თანამშრომლობით წელს კიდევ ერთხელ შეუერთდა გაეროს ინიციატივით დაარსებულ სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო