თეა წულუკიანმა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრი ადგილზე გაეცნო ოლიმპიური კომიტეტის მუშაობის სპეციფიკას და კომიტეტის შენობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
შენობის დათვალიერების შემდეგ თეა წულუკიანმა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განხილული იყო ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების სავარაუდო ადგილები და მოცემულ ლოკაციებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის (არსებულის რეაბილიტაცია/ახლის აშენება) გზები.
მინისტრმა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას აქამდე გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და შედგა შეთანხმება, რომ სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის სამზადისზე კოორდინირებულად იმუშავებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო