ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, რაფაელ ჩიმიშკიანს 93 წელი შესრულდა

ძალოსნობაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, რაფაელ ჩიმიშკიანს 93 წელი შესრულდა

ცნობილი ქართველი ძალოსანი, რაფაელ ჩიმიშკიანი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც 70 წლის წინ, საქართველოს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვა ძალოსნობაში. იგი ასევე გახლავთ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955 წ.წ.), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1954-1957 წ.წ.), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951წ.), სსრკ-ს ათგზის ჩემპიონი (1949-1960 წ.წ), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

რაფაელ ჩიმიშკიანს მიღებული აქვს ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. ასევე არის თბილისის საპატიო მოქალაქე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს რაფაელ ჩიმიშკიანს 93 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო