დღეს ცნობილი მთამსვლელი და არაერთგზის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში, მიხეილ ხერგიანი 90 წლის გახდებოდა
მიხეილ ხერგიანი მთამსვლელობისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით გამოირჩეოდა და წარმატებული იყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მის მიერ მთაში წარმატებულად შესრულებული რთული სამაშველო სამუშაოების შედეგად, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილა. მიხეილ ხერგიანი იტალიაში მწვერვალ „სუ-ალტოს“ (დოლომიტები) დალაშქვრისას დაიღუპა. მისი სახელისა და ხსოვნის უკვდავსაყოფად, 1976 წლიდან, გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში, ხოლო 1983 წელს მესტიაში მისი მემორიალური მუზეუმიც გაიხსნა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს მიხეილ ხერგიანის ხსოვნასა და წვლილს ქართული სპორტის განვითარებაში.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო