ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დავით წიკლაური ევროპის კრივის ფედერაციის აღმასკომის წევრად აირჩიეს

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ევროპის კრივის ფედერაციის აღმასკომის წევრად აირჩიეს. მოსკოვში გაიმართა EUBC-ის გენერალური ასამბლეა, სადაც განიხილეს ევროპის კრივის ფედერაციის სამომავლო გეგმები, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული საკითხები.

ასამბლეაზე შედგა საქმიანი შეხვედრები კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, გაფურ ახმედიჩ რაფიმოვისა და სხვადასხვა ქვეყნის კრივის ფედერაციების ხელმძღვანელი პირების. რაფიმოვს შეხვდნენ საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურ გოგოჭური.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო