ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველი ფალავნები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი შოთაძე (63 კგ.) ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაწყებული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი ზიია ბაბაშოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა დავით სოლოღაშვილი (77 კგ.), ხოლო გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო