საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები გასვლით მატჩში დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამსტერდამში ნიდერლანდები დიდი ანგარიშით 72:10 დაამარცხა და წლის პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა ამ მოგებით ბონუს ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 27 თებერვალს დინამო არენაზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო