ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დღეს ლეგენდარული სპორტსმენის,ნინო სალუქვაძის დაბადების დღეა

დღეს ლეგენდარული სპორტსმენის, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, ნინო სალუქვაძის დაბადების დღეა

ნინო სალუქვაძე გახლავთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული მიზანში მსროლელი. ის ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც ცხრაგზის იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე. გახლავთ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სუპერ-თასის გამარჯვებული, 1988 წელს სეულის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, ხოლო 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი.

ნინო სალუქვაძე ასევე გახლავთ არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენები, ღირსების ორდენი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი. ასევე, ნინო სალუქვაძე არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის კავალერი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს. 2021 წლის 29 სექტემბრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე ქართული სპორტის მუზეუმს ხელმძღვანელობს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ნინო სალუქვაძეს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და პროფესიულ წარმატებებს!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო