საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეორე გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიმარჯვა და ბოსნიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ამ მოგებით ავთანდილ ასათიანის გუნდს მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.
ჩვენი გუნდი პირველი შეხვედრის მსგავსად ამ მატჩშიც მარცხდებოდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს ჩვენი ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები აზერბაიჯანს დაამარცხებს, საქართველო მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ოფიციალურად მოიპოვებს.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 იანვარს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო