მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ლაშა ტალახაძეს სპორტის მინისტრის მოადგილე და ქომაგები დახვდნენ
ხუთგზის მსოფლიოს და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში სპორტსმენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და ქომაგები დახვდნენ.
შეგახსენებთ, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225, აკვრაში 267 და ორჭიდში 492 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო