ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი, ამომავალ ვარსკვლავად კი ილია სულამანიძე დაასახელა

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა. ეს აღიარება შავდათუაშვილს 2021 ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა შედეგმა მოუტანა. მართალია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში სპორტსმენი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. სწორედ წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის დაჯამებით აღიარეს იგი საუკეთესოდ.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს, იგი ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო