საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სლოვენიაში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა 9-დან 7 პარტიაში გაიმარჯვეს და 15 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა და ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედლები დაისაკუთრეს.