საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, უნგრეთში გამართული 23 წლამდელთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონები და ვაჟები ) პირველად მოიგო.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც წარმატებით იასპარეზა და 8 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
">