(იხილეთ შემადგენლობა), სადაც გუნდს თად მაკფადენი შეუერთდება. 19 და 20 თებერვალს ილიას ზუროსი გუნდს “Dyo Aorakia” არენაზე ავარჯიშებს, სადაც 21-ში, თბილისის დროით 10:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებისთის 14 კალათბურთელი გამოიძახა: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი და დიმიტრიოს მავროეიდისი.

იხილეთ ვიდეო - https://youtu.be/DSJ2E06T2tA

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, დღეს გამთენიისას საბერძნეთში გაემგზავრა. ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩს გამართავს, რომელშიც  საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ილიას ზუროსის გუნდი ჰერაკლიონში 19 თებერვალს, დილის 10:00 საათისთვის იქნება, ხოლო საღამოს პირველ ვარჯიშს “Dyo Aorakia” არენაზე გამართავს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 ტურია დარჩენილი, ჩვენი ნაკრები 21 თებერვალს საბერძნეთში, ხოლო 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან ითამაშებს. 

ჩინეთში გასამართი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგებით მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს - მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო კონკურენტმა სერბეთმა - ესტონეთთან და ისრაელთან  - წააგოს.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათბურთელით გაემგზავრა (იხილეთ შემადგენლობა), სადაც გუნდს თად მაკფადენი შეუერთდება. 19 და 20 თებერვალს ილიას ზუროსი გუნდს “Dyo Aorakia” არენაზე ავარჯიშებს, სადაც 21-ში, თბილისის დროით 10:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებისთის 14 კალათბურთელი გამოიძახა: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი და დიმიტრიოს მავროეიდისი.

იხილეთ ვიდეო - https://youtu.be/DSJ2E06T2tA



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო