პარალიმპიური გუნდის ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის ერთი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. მოგეხსენებათ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ახლაც მიმდინარეობს პარალიმპიური თამაშები, რომელშიც ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ და 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. ტოკიოში ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და ძიუდოისტებმა - ინა ქალდანმა (-70 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (+100 კგ).

თბილისში დაბრუნებულ პარასპორტსმენებს აეროპორტში დახვდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. ასევე, სამშობლოში დაბრუნებულ პარალიმპიელებს აეროპორტში დახვდნენ გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს პარალიმპიადაზე წარმატებული გამოსვლით პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი გახდა პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო ინა ქალდანი (-70 კგ) პირველი ქართველი ქალი, რომელიც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გავიდა და მედალი მოიპოვა.

საქართველოს პარალიმპიურმა გუნდმა ისტორიული შედეგი მედლების რაოდენობის თვალსაზრისითაც დააფიქსირა - საქართველოს 3 მედალი პარალიმპიურ თამაშებზე ამ დრომდე არ ჰქონია.

ტოკიოს პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად 4 სექტემბერს დაიხურება.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
ახალი ამბები

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო