ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტშის მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა, სანდრო ბაზაძემ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბაზაძემ საერთაშორისო ტურნირზე პოლონეთის, რუსეთისა (ორ) და იტალიის წარმომადგენლებს სძლია და ნახევარფინალში ოთხ საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ქართველი მოფარიკავე, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, უნგრელ აარონ სილაგისთან დამარცხდა და საბოლოოდ, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამ შედეგით, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებითი სალიცენზიო ქულები მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო