საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ორგანიზებით ბაკურიანი სქი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს. 26-28 თებერვალს შეჯიბრი სქი ქროსში, ხოლო 3-5 მარტს სნოუბორდ ქროსში გაიმართება.

სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ღონისძიების ფარგლებში საქართველო 200-მდე სპორტსმენს, Ski Cross​-ის დირექტორს - კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობს.

მსოფლიოს სხვა სამთო კურორტების მსგავსად, ბაკურიანი სეზონს დაკეტილი შეხვდა, თუმცა შეჯიბრი შეფერხების გარეშე, FIS-ის პროტოკოლის, წესების და რეგულაციების დაცვით ჩატარდება. კურორტები ჩვეულ რეჟიმს 8 მარტიდან, გახსნილი საბაგიროებით დაუბრუნდება.

მსოფლიო თასის მეშვეობით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, პოზიციონირდეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაღალი დონის სამთო სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხო ორგანიზება შეუძლიათ.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბაკურიანი სქი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ორგანიზებით ბაკურიანი სქი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს. 26-28 თებერვალს შეჯიბრი სქი ქროსში, ხოლო 3-5 მარტს სნოუბორდ ქროსში გაიმართება.

სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ღონისძიების ფარგლებში საქართველო 200-მდე სპორტსმენს, Ski Cross​-ის დირექტორს - კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობს.

მსოფლიოს სხვა სამთო კურორტების მსგავსად, ბაკურიანი სეზონს დაკეტილი შეხვდა, თუმცა შეჯიბრი შეფერხების გარეშე, FIS-ის პროტოკოლის, წესების და რეგულაციების დაცვით ჩატარდება. კურორტები ჩვეულ რეჟიმს 8 მარტიდან, გახსნილი საბაგიროებით დაუბრუნდება.

მსოფლიო თასის მეშვეობით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, პოზიციონირდეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაღალი დონის სამთო სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხო ორგანიზება შეუძლიათ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო