საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადის ნაკრები 18:10 დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რეზი იმნაიშვილი გახდა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზიისთვის 12 ნაკრები იბრძოდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა 7-დან 3 მატჩი მოიგო - კანადისა (2-ჯერ) და ბრაზილიის ნაკრებებთან.
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართული ტურნირის გამარჯვებული მონტენეგრო გახდა, რომელმაც ფინალში საბერძნეთი დაამარცხა. კიდევ ერთი ლიცენზია ხორვატიამ მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში რუსეთს სძლია.
">