ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსეთის ნაკრები 16:7 დაამარცხა და გათამაშების გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.

„ბორჯღალოსნებმა“ 2020 წლის გათამაშებაში ხუთივე მატჩი მოიგეს. რუსეთის ნაკრებთან, პანდემიის გამო ორჯერ გადადებული შეხვედრა, დღეს „მიხეილ მესხის სტადიონზე“ ჩატარდა და ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021/2022 წლების გათამაშებაში, საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს.

 

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

V ტური (გადადებული მატჩი)

7 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო – რუსეთი 16:7

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

ლელო: ლობჟანიძე

გარდასახვა: აბჟანდაძე

3 ჯარიმა: აბჟანდაძე

სინბინი: მოდებაძე

 

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო