ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ლუხუმ ჩხვიმიანმა და ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში გაიმარჯვეს!

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად, 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ძიუდოისტებად დაასახელა ორ სხვადასხვა ნომინაციაში. 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონი უფროსებსა და 23-წლამდელებს შორის, ტატო გრიგალაშვილი კი „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

მსოფლიოს საუკეთესოები გულშემატკივრებისგან მიღებული ხმების მიხედვით, სულ 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია ძიუდოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა და როგორც წლის შემაჯამებელი ღონისძიება, ისტორიაში პირველად, ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო