ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ნარდის ჩემპიონატისა და ონლაინ ტურნირების გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ ტურნირი ‘#BeActive Tbilisi Open Cup 2020’ ჩატარდა. ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გამართულ ტურნირში მოყვარულმა მონარდეებმა მიიღეს მონაწილეობა. მთავარი ტურნირის გამარჯვებული პაატა ფუტკარაძე გახდა, ხოლო ქალთა შორის პირველი ადგილი თამარ ქვრივიშვილმა დაიკავა.

გამარჯვებულები და პრიზიორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ, მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსმა, ზვიად ზაალიშვილმა და სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა, რევაზ ცხოვრებაშვილმა დააჯილდოვეს.

დღესვე დაჯილდოვდნენ საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი. ჩემპიონატი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა, გრანდფინალით დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონი ბაქარ მათიკაშვილი გახდა, მეორე ადგილზე კახა გოგოლაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი სოინგულ ამიროვმა დაიკავა.

 

საქართველოს ჩემპიონატი - 2020

1. ბაქარ მათიკაშვილი

2. კახა გოგოლაძე

3. სოინგულ ამიროვი

4. ლევან ქარელი

5. ალექსანდრე ჩაჩანიძე

6. იოსებ მენაბდიშვილი

7. რამაზ უკლება

 

#BeActive Tbilisi Open Cup 2020

მთავარი ტურნირი

1. პაატა ფუტკარაძე

2. ალეკო მანაშვილი

3. ზურა მიქაია

4. ნიკოლოზ გოგოლაშვილი

5. დავით რეხვიაშვილი

 

ტურნირი ქალთა შორის

1. თამარ ქვრივიშვილი

2. თათა ფრანგულაშვილი

3. მარიამ მიქაია

4-5. ეთო წიტაიშვილი

4-5. თამარ ფულარია

 

სპეციალური პრიზები

წლის ნარდის ოსტატი - ედიშერ თაკვარელია

წლის ნარდის დედოფალი - მარინა პირველი

ერთგული მონარდე - რამაზ უკლება

 

ფოტო: გივი კალანდაძე



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო