„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეხუთე გამოფენას - „სპორტფოტო 2018“-ს უმასპინძლა. საიუბილეო გამოფენის ფარგლებში მოეწყო 2018 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია. კატალოგში 12 პროფესიონალი სპორტული ფოტოგრაფის 150-ზე მეტი ნამუშევარია.
პარალელურად, ექსპოზიციაზე მისულმა დამთვალიერებელმა 10 ავტორის მიერ 300-მდე საინტერესო სპორტული კადრით შექმნილი ვიდეო-ინსტალაცია იხილა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფოტოგრაფმა ხატია ჯიჯეიშვილმა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო