ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია!

ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში 17 800 ხმა დააგროვა და ზედიზედ მეორედ გახდა წლის საუკეთესო ძალოსანი. გამოკითხვა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველი გულშემატკივარი აქტიურად იყო ჩართული. 2018 წელს, ლაშა ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საუკეთესო ქალი ძალოსანი კი 13 000 ხმით კვლავ ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო