ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რომან რურუას 78 წელი შეუსრულდა

25 ნოემბერს ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონს - რომან რურუას 78 წელი შეუსრულდა.

რომან რურუა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მოჭიდავე ასევე მრავალი საერთაშორისო ტიტულისა და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია. მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენები, ასევე სპორტის რაინდის და აქტიური სპორტული კარიერის პერიოდში სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. არის სსრკ 6-გზის ჩემპიონი.

რომან რურუა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის კავალერი და  ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ რომანს დაბადების დღეს, მას დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო