ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვიშის ხელბურთის ტურნირი ჩატარდა (ფოტოგალერეა)
29 სექტემბერს, ევროპის სპორტის კვირეულის - #BeActive ფარგლებში, მუხიანის სარაგბო ბაზაზე ქვიშის ხელბურთში ტურნირი ჩატარდა. ტურნირში პროფესიონალი და მოყვარული ხელბურთელები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ და სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა ლომიძემ დააჯილდოვეს.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ვიდეოკლიპი: https://www.facebook.com/153041141495997/videos/645391426086470
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია