ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ტოჩინოშინმა ივლისის ბაშო 10 მოგებით დაასრულა

პროფესიონალმა ქართველმა სუმოისტმა - ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ტოკიოში გამართული ივლისის (შიჩიგაცუ) ბაშო 10 გამარჯვებითა და 5 მარცხით დაასრულა, რაც ბოლო პერიოდის მანძილზე მისი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

საზაფხულო ბაშოს დასკვნით, მე-15 დღეს ტოჩინოშინმა კოტოშოჰოს აჯობა და მე-10 გამარჯვება მოიპოვა. პანდემიის შემდგომ პერიოდში გამართულ პირველ სუპერტურნირზე, ჯამში მოპოვებული შედეგით, ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირა და რეიტინგში დაწინაურებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ივლისის ბაშოს ჩემპიონი კი ტერუნოფუჯი გახდა 13 მოგებითა და 2 მარცხით.

ლევან გორგაძე ერთადერთი ქართველი სუმოისტია, რომელმაც 2018 წელს იაპონიის იმპერატორის თასი და ოძეკის (მაღალი რანგის წოდება პროფესიონალურ სუმოში) ტიტული მოიპოვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო