ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქეთევან ლოსაბერიძეს 71 წელი შეუსრულდა

მშვილდოსნობაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონსა (1972) და ორგზის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში (1972, 78) - ქეთევან ლოსაბერიძეს 71 წელი შეუსრულდა.

ქეთევან ლოსაბერიძე სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და მრავალგზის პრიზიორი, თასის მფლობელი (1972, 78) და არაერთი  საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, მოპოვებული აქვს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის (1980) ტიტული, არის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე.

ქეთევან ლოსაბერიძე პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია მშვილდოსნობაში ევროპის კონტინენტიდან, რაც უნიკალური მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქალბატონ ქეთევანს საიუბილეო თარიღს, მას ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო