ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
შალვა გოგოლაძე საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა საკალათბურთო ნაკრებმა გუნდებმა ვარჯიში განაახლეს. სპორტკომპლექსში „არენა“ ვარჯიშები ყოველდღიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მონაწილეობით მიმდინარეობს. დღეს ვარჯიშს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პაატა გურასპაულთან და სპორტულ მედიასთან ერთად დაესწრო.

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენთა სავარჯიშოდ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა და რეგულაცია, რაც საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო დააწესა. ე. წ. სპორტული პროტოკოლი სხვადასხვა წესს ითვალისწინებს როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის.

კალათბურთის ფედერაცია საკალათბურთო სკოლებსა და გუნდებსაც დაეხმარება ვარჯიშების განახლებაში. ამ მიზნით, ფედერაცია ყოველდღიურად უმასპინძლებს მენეჯერებსა და მწვრთნელებს სპორტკომპლექსში „არენა“. დაინტერესებული პირები ადგილზე გაეცნობიან სპორტული პროტოკოლით დაწესებულ რეგულაციებსა და მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ვარჯიშის განახლება.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ერთ-ერთი პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც სპორტსმენებისთვის ვარჯიშის განახლების შესაძლებლობა უზრუნველყო.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო